24 აპრილი 2024,   11:50
ვრცლად
რაფაელ ნადალი ისევ მსოფლიოს პირველი ჩოგანი იქნება

ATP-ის განახლებულ რეიტინგში ცვლილებები იქნება. პირველ ადგილს ესპანელი ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი დაიბრუნებს, რომელსაც ეს პოზიცია ბოლოს 2014 წელს ეკავა.

ნადალის პირველობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც როჯერ ფედერერმა ცინცინატის მასტერსზე თამაშზე ტრავმის გამო უარი თქვა და ამავდროულად ტურნირს გამოტოვებს ენდი მარეი. ბრიტანელს 600 სარეიტინგო ქულა დააკლდება.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალი  მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის სტატუსს 142 კვირის განმავლობაში ატარებდა.

დღის ამბები