25 ნოემბერი 2017,   09:44
ვრცლად
გურამ თუშიშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა

ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი, გურამ თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მონღოლ ნაიდან ტუვშინბაიერთან დამარცხდა, რომელსაც მანამდე ადამ ოქროაშვილისთვის ჰქონდა მოგებული.

თუშიშვილმა ტურნირი შესანიშნავად ჩაატარა, თუმცა არ გაუმართლა. 22 წლის სპორტსმენი ნახევარფინალში ლეგენდარულ ფრანგთან, ტედი რინერთან დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ კი რინერის აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

დღეს ვერცხლის მედლის მფლობელი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. ქართული დელეგაციის ანგარიშზე 2 ბრინჯაოს და 1 ვერცხლის მედალია. ხვალ გუნდური პირველობა დაიწყება.

დღის ამბები