25 სექტემბერი 2017,   17:21
ვრცლად
რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობა მოიგო

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობის მოიგება მოახერხა. ნადალმა აღნიშნული ტურნირი კარიერაში მესამედ მოიგო და ახლა ესპანელს 16 დიდი სლემი აქვს მოგებული.

ფინალში ნადალის მეტოქე სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი იყო. შეხვედრა 3 სეტში 6:3, 6:3, 6:4 დასრულდა. მატჩი 2 საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

ფინალამდე ნადალმა დუსან ლაიოვიჩი, ტარო დანიელი,  ლეონარდო მაიერი, ალექსანდრ დოლგოპოლოვი, ანდრეი რუბლევი და ხუან მარტინ დელ პოტრო დაამაცხა.

 

დღის ამბები