25 აპრილი 2024,   08:31
ვრცლად
დღეს ჩემპიონთა ლიგა იწყება

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2017-18 წლების სეზონი იწყება. ტურნირის პირველ სათამაშო დღეს 8 შეხვედრა გაიმართება. ცენტრალურ დაპირისპირებას კამპ ნოუ უმასპინძლებს, სადაც ბარსელონა ტურინის იუვენტუსს მიიღებს.

ბარსელონა მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. იტალიელებს კი საკადრო პრობლემები აქვთ. ბებერი ქალბატონი ესპანეთში 19 ფეხბურთელით ჩავიდა და მათ შორის, ორი მეორე გუნდიდან დაიმატა. იუვენტუსს მარკიზიო, ხედირა, კიელინი და მანჯუკიჩი დააკლდება. ხუან კვადრადო კი დისკვალიფიცირებულია.

გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს;

ბარსელონა - ტერ შტეგენი, სემედო, პიკე, უმტიტი, ალბა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, დემბელე, სუარესი და მესი.

იუვენტუსი - ბუფონი, ბარძალი, ბენატია, რუგანი, ალექს სანდრო, მატუიდი, პიანიჩი, სურარო, დუგლას კოშტა, დიბალა, იგუაინი.

დღეს კიდევ 7 მატჩი გაიმართება;

რომა - მადრიდის ატლეტიკო

ბაიერნი - ანდერლეხტი

ბენფიკა -  მოსკოვის ცსკა

სელტიკი - პსჟ

ჩელსი - ყარაბაღი

მანჩესტერ იუნაიტედი - ბაზელი

ოლიმპიაკოსი - სპორტინგი

შეხვედრები თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

დღის ამბები