24 აპრილი 2024,   11:02
ვრცლად
ზუსტად 17 წლის წინ - ლიონელ მესი ბარსელონას რიგებში ჩაირიცხა

ზუსტად 17 წლის წინ ლიონელ მესი ბარსელონას საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხა. მაშინ მესი 13 წლის იყო და სწორედ ამ დღიდან დაიწყო ისტორიის დაწერა.

მესის ბლაუგრანას ძირითად გუნდში დებიუტი 2004 წლის 16 ოქტომბერს ჰქონდა. მესი ესპანიოლის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოედანზე 82-ე წუთზე შემოვიდა.

590 შეხვედრა, 515 გატანილი გოლი, 195 შედეგიანი გადაცემა - ეს ბარსელონას შემადგენლობაში ლეოს სტატისტიკაა. არგენტინელმა გუნდთან ერთად 8-ჯერ მოიგო ლა ლიგა, 5 ესპანეთის თასი, 6 ესპანეთის სუპერთასი, 4 ჩემპიონთა ლიგა, 3 უეფას სუპერთასი, 3 კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი. ამსათანავე, მესიმ ისტორიაში ყველაზე მეტი - 5 ოქროს ბურთი მოიპოვა. ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული, არგენტინელი 30 წლის არის მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 

დღის ამბები