19 აპრილი 2024,   13:33
ვრცლად
მადრიდის რეალი საკუთარ მოედანზე დამარცხდა და მსოფლიო რეკორდის დამყარება ვერ შეძლო

მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ლა ლიგის ეგიდით ჩატარებული ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო. სამეფო კლუბი ბეტისთან 0:1 დამარცხდა და მსოფლიო რეკორდის დამყარება ვერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა კრიშტიანო რონალდომ, რომელსაც 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა. 

მადრიდელებს ზედიზედ 73 შეხვედრაში ჰქონდათ გოლი გატანილი, რაც ბრაზილიური სანტოსის რეკორდის გამეორებაა და ამ შედეგის გასაუმჯობესებლად ბლანკოსს ერთი გოლის გატანა სჭირდებოდა.

რეალის წარუმატებელი თამაშის მიუხედავად ბარსელონა და ატლეტიკო შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან და ქულების მოპოვებას აგრძელებენ. ბარსელონამ ეიბარი 6:1 დაამარცხა, ატლეტიკომ კი სტუმრად ბილბაოს ატლეტიკს 1:2 მოუგო.

ესპანეთის ჩემპიონატში 5 ტურის შემდეგ მადრიდის რეალი უჩვეულო მე-7 პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე 15 ქულით ბარსელონა იმყოფება, რომელიც ჩემპიონატს უდანაკარგოდ ლიდერობს. 

დღის ამბები