18 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
ქუთაისის ტორპედოს და თბილისის დინამოს გულშემატკივრების დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრა ქუთაისის ტორპედოს და დინამო თბილისს შორის 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი კი გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირება გახლდათ, რის შემდეგაც ერთ-ერთი ქომაგის მიერ ნასროლი ქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მოძრავი სატელევიზიო სადგურის ინჟინერს, გიორგი ტოგონიძეს თავში მოხვდა და მიღებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

ინციდენტთან დაკავშირებით ამ დროისთვის განცხადება არც გუნდების წარმომადგენლებს და არც ფეხბურთის ფედერაციას არ გაუვრცელებია.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. დინამო 58 ქულით  პირველ ადგილზე იმყოფება, ტორპედო კი 52 ქულით მეორე პოზიციაზეა.

დღის ამბები