19 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგა - პსჟ-მ ბაიერნი დიდი ანგარიშით დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე სათამაშო დღის 8 მატჩი გაიმართა. პსჟ-მ საკუთარ მოედანზე მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

პსჟ-ს შემადგენლობაში თავი დანი ალვეშმა, ედისონ კავანიმ და ნეიმარმა გამოიჩინეს. ფრანგული კლუბი ევროპის პრესტიჟულ ტურნირზე ყველაზე შედეგიანი გუნდია. პარიზელებმა ჩატარებულ 2 მატჩში 8 გოლი გაიტანეს და პარალელურად საკუთარ კარში ბურთი არ მიუღიათ.

სხვა შეხვედრებში ასეთი ანგარიშები დაფიქსირდა;

ატლეტიკო 1:2 ჩელსი

ცსკა 1:4 მანჩესტერ იუნაიტედი

იუვენტუსი 2:0 ოლიმპიაკოსი

სპორტინგი 0:1 ბარსელონა

ბაზელი 5:0 ბენფიკა

ყარაბახი 1:2 რომა

ანდერლეხტი 0:3 სელტიკი

 

დღის ამბები