18 აპრილი 2024,   11:10
ვრცლად
რონალდომ ოქროს ბურთის ასლი 600 ათას ევროდ გაყიდა

მადრიდის რეალის და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ, აუქციონზე 2016 წელს მოგებული ოქროს ბურთის ასლი 600 ათას ევროდ გაიყიდა და მისი მფლობელი ებრაელი ბიზნესმენი, იდანუ ოფერუ გახდა. შემოსულ თანხას პორტუგალიელი ფეხბურთელი ბავშვთა დაცვის ფონდში გადარიცხავს.

სამეფო კლუბის ფეხბურთელმა თავის კარიერაში მეოთხე ოქროს ბურთი 2016 წლის დეკემბერში მოიგო და მაშინ პორტუგალიელმა განაცხადა;

"მეოთხე ოქროს ბურთის მოგება ჩემთვის დიდი პატივია. იგივე ემოცია მაქვს, როგორც პირველი აღიარების დრო იყო. ეს ოცნების ახდენას ჰგავს, არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე 4 ოქროს ბურთი მექნებოდა. მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს კლუბში და ნაკრებში, ისინი მე ყოველთვის მეხმარებოდნენ ინდივიდუალური ჯილდოების მიღებაში. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ,".

კრიშტიანო რონალდო მადრიდის რეალში 2009 წლიდან ასპარეზობს და უშუალოდ სამეფო კლუბის რიგებში მან 3-ჯერ მოიგო ოქროს ბური, მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში კი ერთხელ.

 

დღის ამბები