19 აპრილი 2024,   09:20
ვრცლად
ოქროს ბურთის მოპოვების 30 კანდიდატი ცნობილია

ავტორიტეტულმა გამოცემა France Football-მა 30 კანდიდატის სია გამოაქვეყნა, რომლებიც ოქროს ბურთის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

გთავაზობთ, ფეხბურთელების ჩამონათვალს, რიგითობის მიხედვით;

ნეიმარი, ლუკა მოდრიჩი, პაულო დიბალა, მარსელო, ნ’გოლო კანტე, სერხიო რამოსი, იან ობლაკი, ფილიპე კოუტინიო, დრის მერტენსი, კევინ დე ბრუინე, რობერტ ლევანდოვსკი, დავიდ დე ხეა, ჰარი კეინი, ედინ ჯეკო, ანტუან გრიზმანი, ტონი კროოსი, ჯანლუიჯი ბუფონი, სადიო მანე, რადამელ ფალკაო, ლიონელ მესი, ობამეიანგი, ადისონ კავანი, მათს ჰუმელსი, კარიმ ბენზემა, კრიშტიანო რონალდო, ედენ აზარი, ლეონარდო ბონუჩი, ისკო და კილიან მბამპე.

გასულ წლებში France Football და FIFA მსოფლიო საუკეთესო ფეხბურრთელს ერთდროულად ასახელებდნენ, მაგრამ 2015 წლიდან FIFA-მ თავისი პრიზი დაარსა და გამოცემასთან თანამშრომლობაც შეწყდა.

ოქროს ბურთის მომავალი მფლობელის ვინაობა 2017 წლის დეკემბერში გახდება ცნობილი. 

დღის ამბები