24 აპრილი 2024,   08:17
ვრცლად
მსოფლიო ფეხბურთში მოედანზე გარდაცვალების შემთხვევები გახშირდა

მსოფლიოში ფეხბურთელთა სიკვდილიანობა ბოლო წლებში კიდევ უფრო მომრავლდა. რამდენიმე სპორტსმენი მინდორზე უგონოდ დაეცა ან შეუძლოდ მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოში უბედური შემთხვევა პირველ ოქტომბერს მოხდა. თამაშის დაწყებამდე, მოთელვაზე შეუძლოდ გახდა ზუგდიდელთა 31 წლის მეკარე, შოთა მამინაშვილი და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მსოფლიოს სტადიონებზე ფეხბურთელების დაღუპვის მიზეზი ძირითად შემთხვევებში გულის შეტევაა. მარტო 21-ე საუკუნეში 28 ფეხბურთელმა ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე უშუალოდ თამაშის ან ვარჯიშის დროს. ყველაზე გახმაურებული შემთხვევებიდან კატალინ ჰალდანის, სერგეი პერხუნის, მარკ ვივიენ ფოეს, მიკლოშ ფეჰერის, ანტონიო პუერტას, უგო კუნიასა და პიერმარიო მოროზინის გახსენება შეიძლება.

დღის ამბები