19 აპრილი 2024,   18:08
ვრცლად
ეპოქის დასასრული - ბუფონი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

იტალიის ნაკრების და ტურინის იუვენტუსის კაპიტანმა, ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს. 39 წლის მეკარის თქმით, ის გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეცვლის, თუ იუვენტუსი მიმდინარე სეზონში ჩემპონთა ლიგის მოგებას შეძლებს, რადგანაც ჯიჯის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზეც სურს გამარჯვება.

ასაკის მიუხედავად ჯანლუიჯი ბუფონი შესანიშნავ ფორმაშია და 23 ოქტომბერს ფიფას ვერსიით, მსოფლიოს საუკეთესო მეკარედაც დასახელდა. 39 იტალიელი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გოლკიპერია, მათ შორის ვისაც მსგავსი აღიარებისთვის მიუღწევია.

ჯანლუიჯი ბუფონი იუვენტუსის ღირსებას 2001 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბებერ ქალბატონთან ერთად 3-ჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ სამივე შემთხვევაში დამარცხდა. 2006 წლის მოფლიო ჩემპიონი მეკარა იტალიის ნაკრების ღირსებას 2018 წელს რუსეთში გასამართ მუნდიალზეც დაიცავს.

 

დღის ამბები