24 აპრილი 2018,   20:29
ვრცლად
3 ქართველი ძიუდოისთი, რომლებმაც რუსეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს

რუსეთის ქალაქ სანქტ პეტერბურგში გამართულ ძიუდოს მასტერსზე წარმატებულად იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა. ტურნირის დასკვნით დღეს ბექა ღვინიაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლები მიპოვეს.

ღვინიაშვილმა ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი დონგან გვაკი იპონით დაამარცხა. იპონითვე მოიგო თავისი ბრძოლა გურამ თუშიშვილმა ბრაზილიელ დავიდ მოურასთან. ვარლამ ლიპარტელიანმა კი ჰოლანდიელი მიhაილ კორელის დაამარცხება მოახერხა.

ძიუდოს მასტერსზე ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სანქტ-პეტერბურგში გამართული მასტერსის საპრიზო ფონდი 200 ათას ამერიკულ დოლარი იყო.

დღის ამბები