19 აპრილი 2024,   21:06
ვრცლად
ელ კლასიკო ბარსელონას დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურში ელ კლასიკო გაიმართა. მადრიდის რეალმა ბარსელონას უმასპინძლა და პრინციპულ მეტოქესთან 0:3 დამარცხა.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ნახევარში შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ სუის სუარესმა სერხი რობერტოს პასით შეძლო ანგარიშის გახსნა. შეხვედრის 63-ე წუთზე სახიფათო შეტევის შემდეგ ბარსელონამ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. დანიელ კარვახალმა ბურთი ცარიელი კარებიდან ხელით გამოიტანა და წითელი ბარათიც მიიღო. თერთმეტმეტრიანი ლიონელ მესიმ ზუსტად შეასრულა და მსოფლიო რეკორდის ავტორიც გახდა. არგენტინელმა გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა. მესის ერთი გუნდის შემადგენლობაში 526 გატანილი გოლი დაუგროვდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი საბოლოო ანგარიში შეცვლაზე რამდენიმე წამის შემოსულმა ალეიშ ვიდალმა დააფიქსირა. 

სატურნირო ცხრილში ბარსელონამ რეალთან უპირატესობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა. ბლაუგრანა სამეფო კლუბს ახლა უკვე 14 ქულით უსწრებს, თუმცა რეალს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.    

დღის ამბები