20 აპრილი 2024,   12:53
ვრცლად
მადრიდის რეალის სირცხვილი - სამეფო კლუბი ესპანეთის თასიდან გამოვარდა

მადრიდის რეალში კრიზისია - გუნდის თამაშის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რეალი ესპანეთის თასიდან ლეგანესმა გამოაგდო, რაც ბლანკოსისთვის ნამდვილად დიდი სირცხვილია.

რეალს ლეგანესთან სტუმრად 0:1 ჰქონდა მოგებული, თუმცა განმეორებით მატჩში სანტიაგო ბერნაბეუზე 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატშიც რეალი ცუდად გამოიყურება და სატურნირო ცხრილის ლიდერს, ბარსელონას უკვე 19 ქულით ჩამორჩება. სამეფო კლუბი 35 ქულით უჩვეულო მე-4 ადგილს იკავებს.

ზინედინ ზიდანს დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი. ფრანგ სპეციალისტს თებერვლამდე მოუწევს გუნდში არსებული სიტუაციის შეცვლა, რადგანაც მადრიდელები ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს დაუპირისპირდებიან და ამ მდგომარეობით პარიზელების წინააღმდეგ თამაში ძალიან გაუჭირდებათ.  

დღის ამბები