17 აპრილი 2024,   02:31
ვრცლად
ლაშა ტალახაძე მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღიარა

ლაშა ტალახაძემ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში გაიმარჯვა და 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული მიიღო.

24 წლის ქართველმა 98 04 ხმა დააგროვა და უახლოეს მდევარს, ეგვიპტელ იჰამ მაჰმუდს დამაჯერებლად აჯობა. ტალახაძე პირველი ქართველი ძალოსანია, რომელმაც მსგავსი აღიარება მოიპოვა.

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი დუშეთში ნაკრების სხვა წევრებთან ერთად იმყოფება და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

იხილეთ დავით ერაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი.

დღის ამბები