19 აპრილი 2024,   02:56
ვრცლად
ეს მადრიდის რეალია - ლიგაზე კრიზისი არ მოქმედებს

ემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე პსჟ-ს უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

ლა ლიგაში რეალის ნაჩვენები შედეგის გათვალისწინებით, წყვილის ფავორიტად ფრანგული კლუბი მიაჩნდათ, თუმცა რეალმა განმეორებითი მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.

ანგარიში 33-ე წუთზე ადრიან რაბიომ გახსნა და პსჟ დაწინაურდა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს ტონი კროოსის წაქცევისთვის დანიშნული პენალტის გატანა რონალდომ მოახერხა და წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის მეორე ნახევარში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობა. გარდამტეხი მომენტი მოედანზე მარკო ასენსიოს გამოსვლა გახლდათ. ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი თამაშში აქტიურად ჩაერთო და სწორედ მისი გამჭოლი პასის შემდეგ პსჟ-ს მეკარემ, არეოლამ შეცდომა დაუშვა და რონალდომ ცარიელ კარებში გაიტანა. მატჩის 86-ე წუთზე ასენსიოს აქტიურობას მესამე გოლი მოჰყვა - ფლანგიდან მის ჩაწოდებულს მარსელო გამოეხმაურა და რეალს 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

გუნდებს შორის გასამართი საპასუხო შეხვედრა 6 მარტს, პარიზში გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მეორე შეხვედრაში კი ლივერპულმა სტუმრად პორტუ 0:5 გაანადგურა.  

 

დღის ამბები