18 ივლისი 2018,   03:15
ვრცლად
ბორჯღალოსნებმა სტუმრად რუსეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხეს

რაგბი ევროპის ფარგლებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სტუმრად რუსეთს დაუპირისპირდა და პრინციპული მეტოქე კიდევ ერთხელ 9:29 დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა რუსებს ისტორიაში მეოცედ მოუგეს.

მატჩი პირველივე წუთებიდან დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და პირველი ტაიმი მოულოდნელად მასპინძლებმა 9:7 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების თამაში უფრო აგრესიული გახდა და საბოლოოდ  ეროვნულმა გუნდმა გამარჯვება 20 ქულის სხვაობით მოიპოვა.

რაგბი ევროპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს და ევროპის თასის დაბრუნებას შეეცდება. მატჩი 18 მარტს გაიმართება.

დღის ამბები