20 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის გამარჯვებულია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "რაგბი ევროპის" გადამწყვეტ შეხვედრაში დინამო არენაზე რუმინეთს უმასპინძლა. ქართველმა მორაგბეებმა პრინციპული მეტოქე 25:16 დაამარცხეს და ევროპის თასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის ჯილდოც მოიპოვეს, რომელიც ტრადიციულად ამ გუნდების შეხვედრის დროს თამაშდება. ბორჯღალოსნებმა რუმინეთთან სრულფასოვანი რევანში აიღეს.

შარშან რაგბი ევროპის ჩემპიონი რუმინეთი საქართველოს დამარცხების შემდეგ გახდა. რაგბი ევროპის 2018 წლის გათამაშება ბორჯღალოსნებმა წარმატებით ჩაატარეს და ყველა მატჩის მოგება შეძლეს.

დღის ამბები