თაკო მესხი, გიორგი ჩიკვილაძე, ალექსანდრე თვარაძე
მუსიკალურ სტუდია "ანა-ბანაში" ბავშვები მცირე ასაკიდანვე ეჩვევიან ნამდვილი მუსიკის ჯერ მოსმენას, მერე შეგრძნებას და, ბოლოს, შესრულებას. ამ კონკრეტულ მომენტში ქართული მუსიკალური სამყაროს ყველაზე აქტუალური და ყველაზე განხილვადი ბავშვი "იქს-ფაქტორის" ორი კონკურსანტია - ერთი მოქმედი და ერთიც ყოფილი - გრიგოლ ყიფშიძე და თამარ ედილაშვილი. "ანა-ბანას" ხელმძღვანელმა მარინა ბერიძემ სტუდიის ბავშვებს გრიგოლი და თამარი ახლოს გააცნო.