18 აპრილი 2024,   20:54
ვრცლად
ინაუგურაცია პროტესტის ფონზე
დეკემბერი 16, 2018 - 21:58

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი თელავის ცენტრში სამის ნახევრისთვის გამოჩნდა. ქალაქში მოსახვედრად გრიგოლ ვაშაძეს პოლიციის მიერ ტრასაზე მოწყობილი ბარიკადებისთვის გვერდის ავლა, შემოვლითი გზებით სარგებლობა და რამდენიმე მანქანის გამოცვლა მოუწია. თელავის ცენტრში, ერეკლე მეორის ქუჩაზე, დილიდან სამართალდამცველთა უჩვეულო მობილიზება იყო. ამ ადგილიდან ბატონის სასახლემდე რამდენიმე ასეული მეტრია, მაგისტრალი დილიდან პოლიციელების კორდონით იყო ჩახერგილი. გრიგოლ ვაშაძემ მობილური ტელეფონით მოუსმინა იმ პრეზიდენტის ფიცს, რომლის ლეგიტიმურობასაც გაერთიანებული ოპოზიცია ტოტალური გაყალბების გამო არ აღიარებს.

მიშა სესიაშვილი, ედიშერ თათელიშვილი 

ყველაზე განხილვადი
ყველაზე პოპულარული
ფრაგმენტები
მთლიანი ჩანაწერები