საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოპერის სოლისტი ცისანა ტატიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
დღეს თავდაცვის ახალმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა თავდაცვის კონცეფციაზე, რომელიც "სამი T"-ს პრინციპზეა აგებული - "ტოტალური ზრუნვა, ტოტალური ტრენინგი და ტოტალური თავდაცვა".
მოზარდებს განათლება, მშობლებს დასაქმება და ხანშიშესულ ადამიანებს დაფასება, - ამ დევიზით დღეს ქრისტიან-დემოკრატებმა წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს საგარეჯოს ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერეს.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 19 წლის ჯარისკაცის კობა მახარაშვილის გარდაცვალების გამო. გარდაცვლილი გურჯაანში, საკუთარ სახლშია გადასვენებული.
დღეს პარლამენტის წინ ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლები იყვნენ შეკრებილნი. საპროტესტო აქციის მონაწილეები სატელიტური ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
მანგლისის ცენტრში ახალი ობიექტი - სოფლის სახლი გაიხსნა. სახლში ადგილობრივი გამგეობა და იუსტიციის სამინისტროს მომსახურების სხვადასხვა ოფისი განთავსდა...
სვეტოცხოვლობის დღესასწაულისა და 12 მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ კათალიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა.