საპარლამენტო დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალბიუჯეტიანი ფრენები შესრულდება. ხელშეკრულება გაფორმდა უნგრულ Wizz Air-თან, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა.
ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობის შესახებ განცხადებას აკეთებს, ინტერვიუში, რომელიც ქართული ოცნების ლიდერმა გაზეთ "ქრონიკას" მისცა, ივანიშვილი ადასტურებს, რომ ბურჯანაძესთან უკვე ღიად თანამშრომლობს.
ვალდებულებები საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს, ვლადიმერ პუტინს დღეს ევროკავშირის ლიდერებმა შეახსენეს. განცხადება ჰერმან ვან რომპეიმ სანქტ-პეტერბუგში, რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძისა და საშინაო საქმეთა ევროკომისრის, სესილია მალმსტრომის მიერ ერთობლივად გაიხსნა დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ.
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მედიას დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააცნო. ნიკა ვაშაკიძემ იმ შეხვედრების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ჰილარი კლინტონი საქართველოში გამართავს.
თბილისის მერიის მასშტაბური პროექტის, "თბილისი ინტერნეტ ქალაქის" ფარგლებში, 2012 წლის ბოლომდე დედაქალაქის ყველა უბანი ეტაპობტივად უფასო უსადენო ინტერნეტით დაიფარება.