მოსკოვი თბილისს ტენდენციურობაში ადანაშაულებს და საქართველოს მიერ გაეროში წარდგენილ რეზოლუციას კონტრპროდუქტიულს უწოდებს. ასე აფასებს რუსეთის საგარეო უწყება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციას...
საქართველოში ეუთოს მისიის განახლების აუცილებლობაზე ესაუბრა ქართული ოპოზიციას ეუთოს გენერალური მდივანი. მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან შეხვედრისას აქცენტები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზეც გაკეთდა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს აფხაზეთში ქართული ეკლესია-მონასტრების ე.წ. რესტავრაციის პროცესის შესაჩერებლად ზომების მიღების თხოვნით მიმართავს.
ლეიბორისტებმა დღეს წიგნებზე და სასკოლო ინვეტნტარზე ფასების მატება გააპროტესტეს. წიგნებისა და ინვენტარის ღირებულების 300-400 პროცენტით ზრდას ისინი `კარგო ლოჯისტიკ გრუპ ჯორჯიას` და მის ხელმძღვანელობის კერძო ინტერესებს უკავშირებს.
ქრისტიან-დემოკრატები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვცის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ. განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაწყებითი კლასების იმ 110 დამრიგებელს შეხვდა და ნეტბუქები გადასცა, რომლებმაც ოთხდღიანი ტრენინგი კომპიუტერების საბაზისო უნარ-ჩვევებში გაიარეს...
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში `საქართველოს დაცული ტერიტორიების შემოსავლების მდგრადობის უზრუნველყოფის` პროექტის პირველი სხდომა გაიმართა.