მოსკოვი თბილისს ტენდენციურობაში ადანაშაულებს და საქართველოს მიერ გაეროში წარდგენილ რეზოლუციას კონტრპროდუქტიულს უწოდებს. ასე აფასებს რუსეთის საგარეო უწყება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციას...
საქართველოში ეუთოს მისიის განახლების აუცილებლობაზე ესაუბრა ქართული ოპოზიციას ეუთოს გენერალური მდივანი. მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან შეხვედრისას აქცენტები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზეც გაკეთდა.
ორთაჭალაში თვალის კლინიკაში კომპანია PSP-ს გაერთიანებული `ნიუ ჰოსპიტალის` ნევრვოლოგიურ-ამბულატრორიული განყოფილება დაიწვა. ინციდენტის მიზეზები დაუდგენელია. პირველად ოთახში ცეცხლი მაცივარს გაუჩნდა...
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში შეხვდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს. შეხვედრა სახალხო დამცველის ინიციატივით გაიმართა.
კონსტიტუციის ახალი პროექტის საყოველთაო საჯარო განხილვა გრძელდება. კომისიის წევრები სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
რუსეთის ფოსტამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სტატუსი აღიარა. ამის შემდეგ მოსკოვიდან ცხინვალში ტელეგრამები საქართველოს გვერდის ავლით, პირდაპირ გაიგზავნება.
რამდენიმე დღის წინ სოფელ კუჭაპანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.დაკავებულია გიორგი დიასამიძე, რომელმაც საკუთარი თანაკლასელი, ვალერი კანდელაკი ცივი იარაღით მოკლა
შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის არაოფიციალურ ვიზიტს საქართველოში მნიშვნელოვანს უწოდებს ჯონ ბასი. მისი აზრით, ვიზიტი ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.