ბათუმში, კაჩინსკის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენა `ვინ არის შემდეგი!?` გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აფხაზეთში, ჩეჩნეთში, ცხინვალის რეგიონსა და ბესლანში რუსეთის ე.წ. `მშვიდობის იძულებით დამყარების`ოპერაციების ამსახველი ფოტოქრონიკა. მხატვარ გიორგი გუგუშვილის საგამოფენო პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ფოტოები ბათუმამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამოიფინა. აქცია 8 აგვისტოს გორში დასრულდება.
მოსკოვი თბილისს ტენდენციურობაში ადანაშაულებს და საქართველოს მიერ გაეროში წარდგენილ რეზოლუციას კონტრპროდუქტიულს უწოდებს. ასე აფასებს რუსეთის საგარეო უწყება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციას...
საქართველოში ეუთოს მისიის განახლების აუცილებლობაზე ესაუბრა ქართული ოპოზიციას ეუთოს გენერალური მდივანი. მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან შეხვედრისას აქცენტები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზეც გაკეთდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №53-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული სასწავლო-შემეცნებითი თამაშების პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოში განხორციელებულ რეფორმები რუსეთში დახურული თემაა, თუმცა საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, მის შესახებ იუმორისტულ გადაცემებშიც კი საუბრობენ.
ყვარელში ცეცხლის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება. უკვე მეოთხე დღეა სახანძრო ბრიგადები, მაშველები და მოხალისეები ვაზოვანის ტყეში სტიქიას ებრძვიან. ვითარება ძლიერმა ქარმა გაართულა. ტყეში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.