განათლების მინისტრი პროფესიული სწავლების ცენტრში
30.07.10 11:04
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში (IT) ვებტექნოლოგიების სტუდენტების მიერ დამზადებული 40 საჯარო სკოლის ვებგვერდების პრეზენტაციას გაეცნო და მათ შორის საუკეთესო ვებგვერდის ავტორი დააჯილდოვა. საპატიო სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ 2009–2010 სასწავლო წლის სხვადასხვა სპეციალობის წარმატებულ კურსდამთავრებულებს. ღონისძიების ფარგლებში შეიქმნა ცენტრის კურსდამთვრებულთა ასოციაცია. ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი 2007 წელს შეიქმნა. მისი პროფილი არის ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ისწავლება შემდეგი სპეციალობები: ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუტერული სისტემები და ქსელები, ვებტექნოლოგიები, მულტიმედია ტექნოლოგიები, ელექტრონული და სატელეკომუნიკაციო ქსელები.
ცენტრში განახლებული პროგრამებით უკვე 1600-მდე პროფესიული სტუდენტი გადამზადდა. მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა მაღალანაზღაურებად სამსახურში უკვე დასაქმდა.
ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან: Magticom, Alta, Orient Logic, United Telecom, Infogeorgia XXI, UGT, UNIT, Prime Systems, Bakur Sulakauri Studio, I Stereo, Pixel, GSC, Satellite Geocom, IT Service, Siesta და სხვა, სადაც სტუდენტები გადიან საწარმოო პრაქტიკას და შემდგომ საქმდებიან. ცენტრში ფუნქციონირებს საერთაშორისო სერტიფიცირებისა და სწავლების ცენტრები CISCO-სა და Microsoft-ის ბაზაზე. 2009 წელს საქართველოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბიზნესსაბჭოს და ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის მიერ ცენტრი აღიარებულ იქნა IT განათლების საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში.
პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ცენტრის სრულ მატერიალურ-ტექნიკურ რეაბილიტაციაზე 1,4 მილ. ლარი დაიხარჯა.
|