ვიქტორ დოლიძემ სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა
30.07.10 14:11
საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ვიქტორ დოლიძემ დაზარალებული ოჯახი მოინახულა. ნავთლუღის დასახლებაში, ციხისძირის ქუჩაზე სირბილაშვილების ოჯახი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი. სირბილაშვილების ბინა ავარიულ შენობაში იყო განთავსებული, იგი 30 აპრილს უამინდობის დროს დაინგრა, დარჩენილია ერთი ოთახი, სადაც ოჯახი თავს აფარებს.
საკრებულოს დეპუტატი დღეს მარტოხელა დედას დაჰპირდა, რომ დაეხმარება და მათ საკითხს განსახილველად საკრებულოში წარადგენს.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრ შტუბის ვიზიტი საქართველოში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრით დაიწყო. ორი ქვეყნის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს...
ამბასადორიალის ფარგლებში საქართველოში მყოფმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა სოფელ ოძისში საგუშაგო პოსტები მოინახულა. იგი ასევე ესაუბრა ადგილობრივ სამართალდამცველებს და გაეცნო არსებულ ვითარებას.
ლეიბორისტული პარტია ირწმუნება, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ე.წ. საზღვარი სოფელ ლამისყანისკენ გადმოსწია. ოპოზიციური პარტია რეაგირებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.
საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის სერ გარი ჯონსონს ღირსების ორდენი გადაეცა. ჯონსონი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაჯილდოვდა.
განათლების სამინისტროს სოციალური პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან 800-მდე სტუდენტი დაფინანსდება. ამ პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,073, 000 ლარი გამოიყო