პრეზიდენტის სამძიმარი შენგელიას გარდაცვალების გამო
21.06.12 19:07
რამაზ შენგელიას გარდაცვალების ფაქტზე მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის ოჯახს მიუსამძიმრა.
განცხადება პრეზდენტმა ოსიაურში, მოსახლეობასთან შეხვედრისას, გააკეთა.
"ეს დიდი დანაკარგია ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ რამაზ შენგელია ბევრად მეტი იყო ჩვენთვის, ვიდრე სპორტსმენი. ეს იყო სიმბოლო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი განცდის, ემოციის, წარმატების. ცხოვრებაში მე მას კარგად ვიცნობდი, იყო ძალიან, ძალიან მოკრძალებული და კარგი ადამიანი და მე მინდა, რომ მომავალშიც ბევრი ასეთი ჩვენი მამულიშვილი პატრიოტი დაიბადოს საქართველოში," - განაცხადა მან.
|