ბიძინა ივანიშვილი მერეთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
26.06.12 18:20
მოსახლეობასთან დაპირისპირებაზე კომენტარი ბიძინა ივანიშვილმა მომხდარიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ქართული ოცნების ლიდერმა ბრიფინგი პარტიის ოფისში გამართა. ოლიგარქი ამტკიცებს, რომ მომხდარი პროვოკაცია იყო.
`მინდა მოსახლეობა მოთმინებით და ბრძოლისუნარიანობით განეწყოს. ამას სჭირდება დრო, რომ საბოლოოდ სააკაშვილს მიეცეს ის იარლიყი რაცაა, რომ ეს არის ერთ-ერთი ავტოკრატი და დიქტატორობისკენ მსწრაფი კაცი, რომ ეს კარგად უნდა გააცნობიეროს და დაღრმავდეს ევროპაშიც და ამერიკაშიც. ეს პროცესები მიმდინარეობს. ძალიან ცუდია, რომ მოსახლეობა ზარალდება, ძალიან ცუდია, რომ იქ რამდენიმე ადამიანი იცემა, მოხვდათ იქ მუშტი ზონდერებისგან. ამას ყველაფერს ვერ შევაჩერებთ, მე იმის იმედსაც ვერ მოგცემთ, რომ ეს მომავალში აღარ იქნება,`- განაცხადა ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა.
|