ალექსანდრ ვერშბოუ თბილისში იმყოფება
28.06.12 10:15
თბილისში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრ ვერშბოუ ჩამოფრინდა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსანი მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში. ის შეკრებილი აუდიტორიის წინაშე სპეციალური მოხსენებით წარდგება.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ალექსანდრ ვერშბოუ უმაღლესი ხელისუფლების პირველ პირებს და სხვა პოლიტიკოსებს შეხვდება.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ პირველი ოფიციალური მოლაპარაკება დავით ბაქრაძესთან გამართა. ალექსანდრ ვერშბოუმ დავით ბაქრაძესთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. მათ აგრეთვე განიხილეს ის მექანიზმები, რომელიც საქართველოს ალიანსთან დაახლოებაში დაეხმარება.
თბილისში ამბობენ, რომ ჩიკაგოს სამიტის შემდეგ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა ახალ ფაზაში შევიდა და ამას ალიანსის მაღალჩინოსნების გახშირებული ვიზიტებიც მოწმობს.
|