ხუთშაბათი, 20.06.13   13:38
+24.9°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
2 
3 
4 
5 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

სააკაშვილმა ახალი მინისტრები წარადგინა

04.07.12 20:47

მიხეილ სააკაშვილმა ახლად დანიშნული მინისტრთა კაბინეტის წევრები უკვე წარადგინა სამინისტროებში. პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში, განათლების სამინისტროში მივიდნენ, სადაც თანამშრომლებს ხატია დეკანოიძე წარუდგინეს.

სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა განსაკუთრებულად აღნიშნა ხატია დეკანოიძის დამსახურება პოლიციის აკადემიის რეფორმირებაში და მას რეფორმების გაგრძელება საგანმანათლებლო სისტემაშიც მოსთხოვა.

"კარგია, რომ ხატიას აქვს დიპლომატიური გამოცდილება. ის ამერიკაში მუშაობდა რამდენიმე წელიწადი, ძალიან ცუდ დროში. პოლიციის აკადემია ნულიდან ააწყო და პოლიციის აკადემია პოლიციური დაწესებულება არ არის - საგანმანათლებლო დაწესებულებაა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

შემდეგი შეხვედრა კი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. დიმიტრი შაშკინის წარდგენისას პრეზიდენტმა ის დაახასიათა, როგორც წარმატებული მენეჯერი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, თავდაცვის სფერო მნიშვნელოვანია, რადგან ახლა აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება და მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი შაშკინის ყოფნასაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

"მან გაატარა ყველა სფეროში, სადაც იყო, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიკეთო რეფორმები. არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი პატრიორტი, რომელსაც მე ვიცნობ. დიმას ექნება ძალიან საინტერესო იდეები, ის მართლაც იდეების გენერატორია, როგორც ხელმძღვანელი, არის ძალიან კოლეგიალური ადამიანი, ძალიან დემოკრატიული და თავმდაბალი;

"საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს ყველაზე მაღალი ავტორიტეტი ყველა სახელმწიფო დაწესებულებას შორის და ეს არის, როგორც ჩვენი ოფიცრების, სერჟანტების, ჯარისკაცების დამსახურება, ისე სწორი ხელმძღვანელობის და სწორი კურსის დამსახურება. რომ არა საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენი ქვეყანა დღეს, როგორც სახელმწიფო, არ იარსებებდა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ბოლოს კი პრეზიდენტი შსს-ში მივიდა, სადაც პოლიციის თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი - ბაჩო ახალაია წარუდგინა.

"ბაჩო ახალაია არ არის უცხო ადამიანი და მას, როგორც ძალიან ბევრი მომხრე, ისე ბევრი მტერი ჰყავს. მას ბევრი მტერი ჰყავს ძალიან კონკრეტული მიზეზების გამო. როდესაც ჩვენ ის დავნიშნეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ერთმა ჩემმა მეგობარმა და ჩვენი მთავრობის მხურვალე მომხრემ დამირეკა და მითხრა, რომ მგონი ცუდად მიდის ჩვენი საქმე, 26 წლის ბიჭი ამას ვერ გაქაჩავსო. გაქაჩა და ძალიან კარგადაც გაქაჩა. ჩვენთან კრიმინალური სტრუქტურა ეს იყო კანონიერი ქურდები, ქუჩის დანაშაული, ციხიდან დანაშაულის მართვა და სკოლებში დანაშაული. პირველი ორი მოვკეტეთ, პირველი - მთავრობა გამოვაცალეთ და მივიღეთ კანონი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, მეორე გავაჩერეთ იმის ხარჯზე, რომ მოვახერხეთ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით ქუჩის დანაშაულის ალაგმვა, მესამე იყო ძალიან რთული, ე.წ. ვაზვრატები ხდებოდა ციხიდან, ერთი-ორი ჩვენი მინისტრიც გახდა ამის მსხვერპლი, მათ ციხიდან ურეკავდნენ, ფული გადმოგვირიცხეთო და ახალაიამ მოახერხა ამის ჩაკეტვა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

შს მინისტრი არასამთავრობოებსა და ჟურნალისტებს შეხვდება

20.06.13 10:42

დიპლომატების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არასამთავრობოებსა და ჟურნალისტებს ხვდება. More...

ივანიშვილი ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

20.06.13 10:55

ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ეუთოს უმაღლესმა კომისარმა. More...

ბაჩო ახალაიას განცხადება

20.06.13 11:30

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ახალაია ყველა უპასუხიმგებლო განცხადებაზე ბოდიშის მოხდას მოითხოვს.More...

დავით უსუფაშვილი დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს მართავს

20.06.13 12:22

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში გრძლედება - ახალი ხელისუფლების პოლიტიკა, ქვეყის პრიორიტეტები და ორ პარლამენტს შორის ურთიერთობები, ეს ის მთავრი საკითხებია, რომელზეც ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა და საქართველოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

საპროტესტო წარწერების გაკეთებისთვის სამი სტუდენტი დააკავეს

20.06.13 12:05

გვიან ღამით თბილისში სამი სტუდენტი დააკავეს. ნიკოლოზ ჩომახაშვილი, გიორგი არსაბაშვილი და თორნიკე ხეთაგურაშვილი მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიასთან აიყვანეს. More...

ირაკლი ალასანია 19 აგვისტოს აშშ-ში გაემგზავრება

20.06.13 11:56

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 19 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ის ვაშინგტონში ამერიკელმა კოლეგამ ჩაკ ჰეიგელმა მიიწვია. ბოლო 4 წლის განმავლობაში ამგვარი ვიზიტი არ შემდგარა. More...

მცხეთის ყოფილი გამგებელი დააკავეს

20.06.13 11:47

მცხეთის ყოფილი გამგებელი დაკავებულია. ვახტანგ ყიფშიძე ამ დროისთვის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვაში-მითვისებაში ადანაშაულებენ. More...

აშშ-ს ელჩის მოადგილის განცხადება

20.06.13 11:41

შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე აცხადებს, რომ ის და რიჩარდ ნორლანდი შოკირებულები არიან სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეო–კადრებზე ასახული ფაქტებით, რომელთა შესახებაც მათ ინფორმაცია საელჩოს თანამშრომლებმა მიაწოდეს. More...


  სრული პროგრამა
ნანუკას შოუ: გულიკო ჩაფიძე
კურიერი: ბაგრატის ვერდიქტი
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company