ხანგრძლივი წვიმების შედეგად დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ღვარცოფმა გზა ჩახერგა და სახლებში შევარდა. დღეს დილიდან სოფელში და გზებზე მაშველები და გზის სპეციალისტები მუშაობენ.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს 18:00 საათზეა დანიშნული. უკვე ცნობილია, რომ სხდომას, რომელიც პრეზიდენტმა მოიწვია, არ დასწრება პრემიერ-მინისტრი.
ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს კულტურის მინისტრი გამოეხმაურა. გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ ცენტრის მუშაობაში გამოვლენილ დარღვევებს სპეციალური კომისია სწავლობს.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ბანკზე. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე `პრივატ-ბანკის` შენობაში ერთი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ფულის წაღება სცადა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დიდ ბრიტანეთში ელჩობაზე უარს ამბობს. მისი კანდიდატურა დიდი ხანია გადაგზავნილია პრეზიდენტთან, თუმცა მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტს ხელს არ აწერს.