|
სპორტული ტოქშოუ, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში 2009 წლიდან 2011 წლამდე გადიოდა. ყოველ ორშაბათს, ნაშუაღამევს სპორტულ გადაცემას “საფეხბურთო ღამეს” პროფესიონალი ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე უძღვებოდა. სპორტულ ჟურნალისტსა და კომენტატორს რუსთავი-2ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
გადაცემის წამყვანი სტუდიაში მოწვეულ კომპეტენტურ ექსპერტებთან ერთად ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე საუბრობდა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს მიმოიხილავდა.
ტოქშოუზე შემდეგი ჯგუფი მუშაობდა:
პროდიუსერი: როსტომ წულუკიძე
ტექნიკური პროდიუსერი: დუდუ კურდღელია
ჟურნალისტები: დავით ფრანგიშვილი
ჯემალ ფარცახაშვილი
დავით ერაძე
|