პოლიტიკა
„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერები დღეს სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ
07-12-2017 09:13

უკრაინაში ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა ღამე ბარიკადებს მიღმა გაატარა. გუშინდელი დილისგან განსხვავებით, რადასთან დღეს სიმშვიდეა. „ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები კარვების ქალაქში რჩებიან. უკრაინის გენერალური პროკურორის ულტიმატუმის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი კვლავ რადასთან, კარვების ქალაქში იმყოფება.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბატალიონ "დონბასის" წევრები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ კარვების ქალაქში.

დღეს დაგეგმილია პრესკონფერენციები, სადაც „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერები სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. განცხადების გაკეთებას გეგმავს მიხეილ სააკაშვილიც. დღის ბოლოს კი, იგეგმება მრავალათასიანი აქცია.  

© 1994-2014 Rustavi 2 Broadcasting Company