19 აპრილი 2024,   02:18
ვრცლად
ერთი წელი ვიზალიბერალიზაციიდან - მიხეილ ჯანელიძემ ​ლუქსემბურგელ კოლეგასთან გამოწვევებზე ისაუბრა

ერთი წელი ვიზალიბერალიზაციიდან - საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუქსემბურგელ კოლეგასთან ერთად იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც საქართველო უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ დგას.

„ჩვენს მოქალაქეებს აქვთ აღქმა, რომ ჩვენ ვართ ამ დიდი თავისუფლების ნაწილი. ეს არის რაღაც პოლიტიკური მიზანია რამედ ეს არის პრაქტიკული შესაძლებლობა. ეს არის ასევე გამოხატული ნდობისა, რომელიც აქვთ საქართველოს მიმართ“- აცხადებს მიხეილ ჯანელიძემ.

ჟან ასელბორნიმ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა.

„უკვე ერთი წელია, რაც უვიზო მიმოსვლა გაქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაცია რეალობა გახდა, ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი გამოცდილება. ბევრი ადამიანი თავშესაფარს ითხოვს ევროკავშირში და ეს არ არის ვიზალიბერალიზაციის მიზანი, თუ შორს არ წავალთ მხოლოდ საქართველოდან არ არის ეს მოთხოვნები, ევროკავშირმა უნდა უპასუხოს ამ ქმედებას. ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა,“ - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები