06 დეკემბერი 2022,   02:24
ვრცლად
ევროსასამართლოს სტანდარტების ინტეგრაცია - ევროსაბჭოს და საქართველოს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

ევროსასამართლოს სტანდარტების ინტეგრაცია ქართულ სამართალწარმოებასთან - ამ თემაზე დღეს ევროსაბჭოს და საქართველოს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. სამუშაო შეხვედრის მიზანი ქართველი მოსამართლეების პრაქტიკაში ევროკონვენციისა და ევროსასამართლოს სტანდარტების დამკვიდრებაა.

„შეხვედრის მიზანია, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნონ ის პრინციპები, რომელიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. რათა შემდგომში მათ უკვე საკუთარ გადაწყვეტილებებში შეძლონ უკეთ იხელმძღვანელონ კონვენციის სტანდარტებით, რაც რა პოზიტიურად აისახება საქართველოში ადამიანების უფლებებზე,"-განაცხადა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.

დღის ამბები