25 აპრილი 2024,   00:52
ვრცლად
მალალა პაკისტანში დაბრუნდა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული მალალა იუსუფზაი 6 წლის შემდეგ პაკისტანში დაბრუნდა.

მალალამ პაკისტანი 2012 წელს დატოვა, როდესაც მას დაჯგუფება თალიბანის წარმომადგენელმა ესროლა.

სამშობლოში დაბრუნებულმა მალალამ მინგორაში მდებარე სახლი და ძველი სკოლაც მოინახულა.

„მე ვამაყობ ჩემი მიწით და კულტურით. ჩემი სასწავლებელი მშვენიერია და მადლობელი ვარ თანამშრომლების, რომლებმაც მიმიღეს. საუკეთესო სურვილებით, მალალა,“ - ეს ჩანაწერი მალალამ სკოლის მონახულების შემდეგ სტუმრის წიგნში დატოვა.

მალალა ქალთა უფლებებს იცავს, მხარს უჭერს განათლების მიღებას და ის აცხადებს, რომ პაკისტანში გოგონებისთვის განათლების მიღების კუთხით ბრძოლას გააგრძელებს.

პაკისტანში ჩასულმა მალალამ სოციალურ ქსელში ფოტოებიც გამოაქვეყნა.

 

დღის ამბები