20 აპრილი 2024,   11:53
ვრცლად
ნადია სავჩენკოს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება - სავჩენკოს და

ნადია სავჩენკოს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება.

განცხადება ამის შესახებ სავჩენკოს დამ ადგილობრივი არხის ეთერში გააკეთა.

ვერა სავჩენკო აცხადებს, რომ ერთკვირიანი შიმშილობის ფონზე, ნადიას მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ის უკვე სისხლს აღებინებს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ნადია სავჩენკო გაუსაძლის პირობებშია, საკანში ანტისანიტარიაა და გათბობაც არ არის.

ვერა სავჩენკო მის დასთან საკანში უცხოელი ექიმების შეყვანას ითხოვს.

ნადია სავჩენკომ შიმშილობა 23 მარტს დაიწყო, როდესაც ის სასამართლოს დარბაზიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

კიევის სასამართლომ რადას დეპუტატს სახელმწიფო გადატრიალებისა და ქვეყნის პირველი პირების მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

დღის ამბები