18 აპრილი 2024,   15:26
ვრცლად
არნოლდ შვარცნეგერს გულზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა

არნოლდ შვარცნეგერს გულზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ჰოლივუდის მსახიობმა ორი დღის წინ თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ის კლინიკაში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.

ცნობილია, რომ 70 წლის მსახიობს გულის თანდაყოლილი დაავადება აქვს. ექიმების განცხადებით, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

მათივე ინფორმაციით, ნარკოზიდან გამოღვიძების შემდეგ შვარცნეგერმა თავისივე გმირის - ტერმინატორის ცნობილი ფრაზა ”მე დავბრუნდი” გაიმეორა.

დღის ამბები