25 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
უკრაინელი დეპუტატი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონმა იური ლუცენკოს ამერიკის ვიზა გაუუქმა

უკრაინელი დეპუტატი, დიმიტრი დობროდომოვი, ამტკიცებს, რომ ვაშინგტონმა იური ლუცენკოს ამერიკის ვიზა გაუუქმა.

სკანდალური ინფორმაცია დიმიტრი დობროდომოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

მან მტკიცებულების სახით თვითმფრინავში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც იური ლუცენკო ჩანს.

რადას უფრაქციო დეპუტატი აცხადებს, რომ უკრაინის გენერალური პროკურორი ამსტერდამის გავლით შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, თუმცა, ის რეისზე არ დაუშვეს და უკან, კიევში, გააბრუნეს.

გენერალურ პროკურატურაში ვიზის გაუქმების შესახებ ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ იური ლუცენკო შვებულებაში იმყოფება.

რაც შეება ამერიკაში ვიზიტის საკითხს, ამ თემაზე ლუცენკოს სპიკერს კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები