09 დეკემბერი 2022,   15:31
ვრცლად
ვახტანგ კიკაბიძემ 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნე უკრაინაში დაიწყო

ვახტანგ კიკაბიძე უკრაინელ მსმენელს ხვდება - 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნე სწორედ უკრაინაში დაიწყო და 21 დღის განმავლობაში 10 კონცერტი ჩაატარა.

ყველა ის სიმღერა, რომელიც უკვე წლებია, მის ერთგულ მსმენელს უყვარს, ბუბა კიკაბიძემ, 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში, კიევში შეასრულა.

80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტურნე მუსიკოსმა 8 მარტს დაიწყო და 21 დღის განმავლობაში სულ 9 კონცერტი ჩაატარა.

ტურნეს მსვლელობისას ქართველი მუსიკოსი ავად გახდა, რის გამოც ექიმები მას კონცერტების გადადებას ურჩევდნენ. მიუხედავად სისუსტისა, ვახტანგ კიკაბიძემ არც ერთი დაგეგმილი საღამო არ გააუქმა.

ტურნე დღეს ქალაქ ვინიცაში დასრულდება. დღეს ტურნეს ბოლო კონცერტი გაიმართება, რის შემდეგად ბუბა კიკაბიძე ფილმის გადაღებაზე და ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემაზე დაიწყებს მუშაობას. 

 

 

ავტორი: ზურაბ ხვისტანი 

დღის ამბები