20 აპრილი 2024,   11:44
ვრცლად
ფოთში ოპოზიცია ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაჩქარებას ითხოვს

ფოთში ოპოზიცია ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაჩქარებას ითხოვს.

სტადიონის კეთილმოწყობა 2013 წელს დაიწყო და რამდენჯერმე შეწყდა. გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა, ბიუჯეტიდან კი მილიონზე მეტი დაიხარჯა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია აპრილის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრები მუშაობის ტემპებით უკმაყოფილონი არიან და ვარაუდობენ, რომ სტადიონის გახსნა კიდევ გარკვეული დროით გადაიდება.

„სტადიონთან დაკავშირებით ორჯერ გამოცხადდა ტენდერი, რომელიც ჩაიშალა. წინასწარ გაცემული იყო თანხა 800 ათასი ერთ ტენდერში, მეორე ტენდერში 650 ათასი და არავინ არ იცის, სად წავიდა ეს თანხა და ამბობენ, რომ სასამართლოშია ეს პროცესი,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ.

 

 

დღის ამბები