20 აპრილი 2024,   18:38
ვრცლად
სოფელ ქორეთის მოსახლეობის ნაწილი სპორტულ მოედანზე სკოლის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს

სოფელ ქორეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი სპორტულ მოედანზე სკოლის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.

ადგილობრივები განათლების სამინისტროს ალტერნატიული ფართის მოძიებას სთხოვენ. მათი თქმით, სოფელში ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ობიექტი მხოლოდ სტადიონია და მის გაუქმებას არ შეეგუებიან.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი, ამბობს, რომ განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები სოფელ ქორეთის მოსახლეობას შეხვდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით.

დღის ამბები