20 აპრილი 2024,   12:38
ვრცლად
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღი ცნობილია - პოლიტიკურ სპექტრში პირველი პროგნოზები კეთდება 

პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენებით გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს 2 მაისს მიმართავს.

დეპუტატებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციები დღის ბოლოს დასრულდა. ეს ბოლო ანგარიში პირველი იქნება, როდესაც მარგველაშვილი პარლამენტში არა საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე, არამედ სესიის მიწურულს მივა.

პრეზიდენტს ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში მისვლა წელს ყველაზე მეტად დააგვიანდა. რატომ გადაიწია ბოლო მოხსენების თარიღმა გაზაფხულის მესამე თვეს -უმრავლესობაში ეჭვი აქვთ, რომ მარგველაშვილის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზნები ჰქონდა.

პარლამენტში მისულ პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატებთან დებატები ექნება.

გიორგი მარგველაშვილს ქართული ოცნებასთან ურთიერთობა ამ ეტაპზე კვლავ დაძაბული აქვს, ამიტომ მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც ქვეყნის პირველი პირის გზავნილების მოლოდინშია.

პარლამენტში ბოლო ოთხი გამოსვლიდან პრეზიდენტის პოლიტიკური განცხადებების ტონი წლიდან წლამდე უფრო მკაცრი ხდებოდა. საინტერესოა, რა გზავნილები ექნება მის წლევანდელ ანგარიშს.

პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა გასცემს პასუხს მთავარ პოლიტიკურ კითხვას,  აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტისთვის კიდევ ერთხელ ბრძოლას.

დღის ამბები