25 აპრილი 2024,   04:38
ვრცლად
51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეში ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეში ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს.

პროცესზე პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ დაღუპული დავით სარალიძის სისხლის კვალი სხვა მოზარდის ტანსაცმელზეც არის აღმოჩენილი.

პროცესზე კიდევ ერთი ხმაურიანი მტკიცებულება შეისწავლეს. მოსამართლემ ფარულად ჩაწერილი ჩხუბში მონაწილე პირების საუბარი მოისმინა.

ჩანაწერი დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობიდან მალევე, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებაშია გაკეთებული მაშინ, როცა საქმის გამომძიებელი ინცინდენტში მონაწილე არასრულწლოვნებს ხორავას ქუჩაზე მომხდარის დეტალებზე მეგობრულად ესაუბრებოდა.

ჩანაწერში პირველად ისმის ვარაუდი, რომ დავით სარალიძეს დანა შესაძლოა, მისმა მეგობარმაც დაარტყა.

მოკლული სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, ამბობს, რომ არასრულწლოვნების საქმის სასამართლო გამოძიება უკვე ჩიხშია. მისი შეფასებით, მოსამართლეს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა გაუჭირდება, რადგან პირდაპირი მოწმეები ჩვენებებს ფიცის ქვეშ ცვლიან. ზაზა სარალიძის თქმით, ფარულ ჩანაწერში, წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში მოწმეების მიერ მიცემული ინფორმაცია ერთმანეთს არ ემთხვევა.

კურიერის მოპოვებული ჩანაწერის მიხედვით, ფარდულში, სადაც ინცინდენტის ძირითადი ნაწილი განვითარდა, მინიმუმ, ხუთი მოზარდი იყო. აქედან არასრულწლოვანი მხოლოდ ერთს არ მოიხსენიებს გვარით, თუმცა, გამომძიებელს მის აღნაგობასა და ჩაცმულობაზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის.

ამავე თემაზე
დღის ამბები