20 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ გვაქვს გარემოს დაცვის სამინისტრო, არ გვყავს მინისტრი, არ გვაქვს "მწვანეთა პარტია" - ნატა ფერაძე

„ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ გვაქვს გარემოს დაცვის სამინისტრო, არ გვყავს მინისტრი, არ გვაქვს მწვანეთა პარტია,“ - ეს განცხადება პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელმა, ნატა ფერაძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.

ნატა ფერაძე პარლამენტში დღევანდელ ჩხუბს გამოეხმაურა, სადაც ცხარე კამათი RMG GOLD-ის საქმიანობის განხილვას მოჰყვა.

ნატა ფერაძე დმანისის გადარჩენის ფონდის შექმნას მიესალმება. ის აღნიშნავს, რომ საქართველოში კიდევ ერთი საინტერესო სასამართლო პროცესი დაიწყება, სადაც სახელმწიფო მოგედავება, რომ აუქციონში ნაყიდი ხე აუცილებლად უნდა გადარგო.

„ძალიან საინტერესო იქნება ეს პროცესი, რით ასაბუთებს სახელმწიფო ამ ხის გადაადგილების საშუალებას,“ - განაცხადა ფერაძემ.  

დღის ამბები