23 აპრილი 2024,   12:23
ვრცლად
მარგველაშვილს რომ ცოლის ნათესავის ხათრით შეწყალება სდომოდა, კომისიას არ დაელოდებოდა - ალეკო ელისაშვილი

„ჩემთვის არასდროს არ ჰქონდა ფასი ეკია ბესელიას რეკომენდაციებს. აქ მხოლოდ რეკომენდაცია არ იყო, აქ იყო დასკვნა კომიტეტის, ეს გაცილებით დიდი რამ არის,“ - ეს განცხადება შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა, ირაკლი ქორიძის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

ირაკლი ქორიძე იგივე სახის დანაშაულისთვის დაკავებული იყო 2010 წელს, თუმცა 2013 წელს მან სასჯელაღსრულების დაწესებულება გიორგი მარგველაშვილის შეწყალების საფუძველზე დატოვა. მაშინ ქორიძის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მიმართა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნაში ეწერა, რომ ქორიძე უდანაშაულო იყო და ის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

მმართველი გუნდის ბრალდებას, რომ პრეზიდნეტმა მარგველაშვილმა ირაკლი ქორიძე მაკა ჩიჩუასთან ახლობლობის გამო შეიწყალა, ელისაშვილი არ იზიარებს.

„შეწყალების კომისიის რეკომენდაციის შემდეგ შეიწყალა პრეზიდენტმა და მოაწერა ამას ხელი. მას რომ თავისი ცოლის ნათესავის ხათრით შეწყალება სდომოდა ამ საქმეზე, კომისიას არ დაელოდებოდა იმიტომ, რომ ჩვენ რამდენიმე თვე ვიმსჯელეთ ამ საქმეზე,“ - განაცხადა ელისაშვილმა.  

დღის ამბები