20 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - ადვოკატის მტკიცებით, დღეს დაკითხულმა ორივე მოწმემ ჩვენება შეცვალა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის 2 მოწმე დაიკითხა. როგორც ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები აცხადებენ, ორივე მოწმემ დღეს შეცვალა ჩვენებები და სასამართლოს გამოძიების ეტაპისგან გასხვავებული ინფორმაცია მიაწოდა.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოწმეები ჩვენებებს პროკურატურის მითითებით ცვლიან.

„მეორე მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ისეთი, რომ მაინ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიაწოდა სასამართლოს. მისი ჩვენებით ჩანს ის, რომ უფრო სწორედ თვითონ უნდოდა ეჩვენებინა ის, რომ თითქოს  მან ვერაფერი ვერ დაინახა . შესაბამისად მისი ჩვენება არ იქნება სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი. პირველი მოწმის ჩვენება გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით მართლაც მნიშვნელოვანი არის თუმცა არის წინააღმდეგობრივი. მან შეცვალა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. ამავდროულად მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ მისი ჩვენება ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქმეში დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებს. ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც იქვე იმყოფებოდნენ ნამდვილად, ამბობენ თითქოს ვერაფერი ვერ დაინახეს, არის ის რომ მათ უბრალოდ არ სურთ მოახსენონ სასამართლოს სიმართლე იმ დეტალებთან დაკავშირებით თუ რა მოხდა ,“-განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს პროკურორი, რომელიც ამბობს, რომ მოწმეებმა თქვეს ის რისი დანახვაც შეძლეს.

დღესვე სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო კიდევ ერთი საქმისა, რომელიც სისხლიან გარჩევას უკავშირდება. საუბარია 5 ბრალდებულზე, რომლებსაც გამოძიება მკვლელობის დაფარვას ედავება. 

  

დღის ამბები