16 აპრილი 2024,   09:46
ვრცლად
"არჩილ ტატუნაშვილის სურათები აქ არავის არ ჩამოუხევია"- "ალბატროსის" მენეჯმენტი ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს

კომპანია "ალბატროსი" ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს. დღეს სალომე სარიშვილმა ორგანიზაციის მენეჯმენტი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და თქვა, რომ დაპირისპირების მიზეზი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახდა.

მისი თქმით, მენეჯმენტმა მას მოსთხოვა ჩამოეხსნა დაღუპული ჯარისკაცის საპატივცემულო ბანერები, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

კომპანიაში სალომე სარიშვილის ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ინციდენტი უკავშირდება წინა მენეჯმენტის ფინანსურ დარღვევებს და ბანერის ჩამოხევას ადგილი არ ჰქონია.

„რატომ გააკეთა სალომემ ეს და ჩემი აზრით, ეს დაკავშირებულია კომპანიაში დანიშნულ აუდიტორულ შემოწმებასთან და აქ შეიძლება მხილებულ იქნას სისხლის სამართლის დანაშაულში კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელები და  ჩემი ვარაუდით მათ დავალებას ასრულებდა სალომე სარიშვილი. რა თქმა უნდა არჩილ ტატუნაშვილის სურათები აქ არავის არ ჩამოუხევია. ეს აქცია უხარისხოდ განახორციელა თვითონ სალომე სარიშვილმა,“-აცხადებს კომპანიის მენეჯმენტი. 

კომპანია ალბატროსის თანამშრომელი ორგანიზაციის მენეჯმენტს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. სალომე სარიშვილის თქმით, დაპირისპირების მიზეზი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახდა. მისი თქმით, მენეჯმენტმა მას მოსთხოვა ჩამოეხსნა დაღუპული ჯარისკაცის საპატივცემულო ბანერები, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო. სარიშვილი ახლა სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

დღის ამბები